i & you შაბათი, 2024-05-11, 9:29 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
სექციის კატეგორიები
  • mtavar
  • informacia
ჩათი
Block title
მთავარი » 2011 » აპრილი » 06
სიყვარული  ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?... . .
მეგობრობა პასუხობს: რომ დავტოვო ღიმილი იქ სადაც შენ ტოვებ ცრემლს...
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2502 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (7)

უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობსუსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 6817 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (13)

შენ ქალთა მეფედ იწოდები ამ ქვეყანაზე,
ყველა ლამაზებს მთვარესავით თავზე ადგიხარ.
შენი თმის ღელვა და ღვთიური თვალთა სინაზე
ჩრდილავს სულ ყველას, მშვენიერო, ისე კარგი ხარ.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2370 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჭვიანი, ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, სჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1966 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (118)

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2101 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა,
რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია,
და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,–
მთვარე ამიტომაც ჭკვიდან შეშლილია!
ისე სათუთია შენი ყვავილები,
რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია,
ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთისა, თუ
ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია!
ისე მეტყველია შენი გამოხედვა, –
ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან,
გრძნობა მწირი იყო და წყალწაღებული,
ეხლა – შენთან ერთად ნაპირს გადავიდა...
ისე ნეტარია შენთან საუბარი,
რომ ამ საუბარში ვქსოვ, – რაც მართალია,
თუ კი შენს ლოდინში ცრემლი დამიღვრია, –
შენი გაღიმებით უკვე ბათილია!
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა...
მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო...
ისე მიხარია შენი არსებობა, –
რომც არ შეგიყვარდე, –
ღმერთმა გადღეგრძელოს
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2150 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (1)

ქალი ქალია,ქალი ცვარია...

დილის ნამივით,გრილი და ტკბილი...

ქალი აპრილის ის ნიავია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 4580 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იცი რა მიყვარს?

ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,

იცი რა მიყვარს?

შენი ფიქრები,ჯერ რომ არ გითქვამს.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 9067 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

რომ მითხარი გულმა დაღლა არ იცისო,
ავიარე შენი გულის ბილიკები,
დავიღალე უშენობით დავიღალე,
თვალს მიკრავენ ცრემლიანი ტირიფები,
შემახსენე გაფრენილი წუთის ფასი,
შენი თავი შენზე ფიქრით შემახსენე,
თორემ ცაზე შეხე როგორ მოიღრუბლა,
სიჭაბუკის ბილიკებთან შემაჩერე.
ვარდობის თვეს შენთან ერთად ველოდები,
გაზაფხულზე აბა როგორ დავიღლები,
რადგან ისევ, იყიდება ყვავილები.
რადგან ისევ მენატრები, მენატრები.
ნანახია: 1651 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი..
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1861 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გინატრე      
                                                                                       
ცდები და იქნებ არც ცდები...                                                            
მძინავს, ხანდახან არც მძინავს,
ხვდები და იქნებ ვერც ხვდები,
ჩემს ტკივილს ზღვა შენთან მორიყავს.
,,ბაგიდან ბაგემდე" ჩემამდე მოხვედი.
პოეტი, რომელმაც ,,ქაოსით" მომხიბლა,
ღამეა ისეთი, ისეთი ცოდვილი,
ვხვდები, რომ ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 4681 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (2)

TORMETZE SHECHERDA SAATIS ISREBI..........DASWYEVLOS,IMEDIS MISXALIC AR DARCHA,.........VXVDEBI ROM CODVEBIT DGITI DGE VISVREBI DA MINDA SASXLETI MOVQACHO DAMBACHAS.....UAZRO WAMEBIT ERTIA GAMISKEN,...USHENOD SHERTVIA PIQREBI WAMEBAS,...GAVMXDARVAR MWYEVARI SAKUTAR TAVIS ME,SAKUTAR TAVIS ME.....GAIGOS GAMGEBMA,!SICOCXLIT DAGLILI TU XDEBA SAMOTXES,MZADA VAR SASWRAPOD SHEVIKRA KAMARA,...GAMXMARI XIS TOTI VAI ROM CHAMOTYDES,DZAGLIVIT DAVRCHEBI MARYUJIS AMARA.....OPTIMIZMS SHEVMARTEB SICOCXLIS ARSHIAS,AGAR MSURS DAMBACHIS SASXLETI DAMISXLTES,....SIKVDILI RATOMGAC YOVELTVIS PARSIA DA SWORED AMITOM SICOCXLE GAVRISKE!!!!
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1473 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს
რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1620 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1584 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა... 
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ... 
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ, 
მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს... 
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს...
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები.... 
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები...
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1472 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები, 
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე."
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1534 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დამხატე  ოღონდ, ნუ მოაქცევ სურათს ჩარჩოში,

ტილოთ აიღე ცა და...მიდი, ცაზე დამხატე,

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2163 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (4)

ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები, 
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად, 
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი, 
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება. 
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა, 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, 
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა, 
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული. 
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა, 
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია, 
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა, 
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, 
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით, 
ვშორდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 3587 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (3)

   ცამდე ატოტილი, 

ვნებით გაპოხილი, 
შენი  ნაზი ტანის 
 ჩუმი ნარნარია. 
შენი სილამაზე,  
წვივიდან წარბამდის, 
  ლურჯი სილაჟვარდის 
და მზის სადარია.  
  ტოტებდახუნძლული, 
 ნაყოფგადამსკდარი,  
 შენი მკლავების და 
მკერდის ხანძარია.  
 შენი გაღიმება,  
წითელ ტუჩთა ბზარი,  
ქვაზე დამსხვრეულ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2403 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სექციის კატეგორიებ
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
კალენდარი

Copyright MyCorp © 2024