i & you ხუთშაბათი, 2024-04-25, 3:49 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
სექციის კატეგორიები
  • mtavar
  • informacia
ჩათი
Block title
მთავარი » leqsebi siyvarulze
სიყვარული ჩანჩქერივით მოვარდება
ვერ განდევნი მერე შენი ნებით,
გულში ცეცხლი გაჩენილი აგამაღლებს...
როგორც ცაში აზიდული მთები.
აგამღერებს, დაგაფიქრებს,
მერე დაგწვავს და გაძგერებს ლახვარს...
შენს გვერდით რომ ნაზი გოგო მოაბიჯებს
ფიქრობ ისეთს ვერასოდეს ნახავ.
...და რომ წავა სიჭაბუკე, სიმღერებით
საფეთქლებთან ფეხს მოიდგამს ვერცხლი
გულს გაგითბობს, არ გაქრება სიბერემდე
საქორწინოდ ანთებული ცეცხლი.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1401 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-28 | კომენტარი (0)

********______********
*▒▒▒▒▒▒▒▒*____*▒▒▒▒▒▒▒▒*
*▒██████████▒**▒██████████▒*
*▒█████████████▒▒████████████▒*
*▒█████████████████████████▒*
*▒███████████████████████████▒*
*▒██████████████████████████▒*

... კითხვის გაგრძელება »

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1872 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (1)

shen chemi ar xar da arc iqnebi
radgan shen ar gaqvs chemze piqrebi
dro gava metyvi izrune tavze
me sul sxva miyvars da vpiqrob masze
es ar iwneba chemtvis axali
vici odesme amas gavigeb
titqos mkarnaxobs gmeri magali
rom chems siyavuls pexqvesh gaigeb
ert dges mogartmevs vinme buketebs
mogewoneba tvalebi misi
shen dainaxav masshi uketess
vici rom ar var me sheni girsi
wlebi gava da guli dagwydeba
chemi sityvebi shen win dagxvdeba
mixvdebi mashin tu vin gyolia
rom chems did grdznobebs dzala hqonia
me es ar minda odesme moxdes
rom chems did grdzobebs cudi ram mohyves
ar minda shenshi is davinaxo
visac ar veli is avisaxo
ra vqna rom bedma ase damcina da
siyvarulshi ase gamwira
ar damanaxa masshi sinatle
tu ertxel mainc ar gamimartlebs
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1640 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (2)

იცი რა ხდება?ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება,ხვალიდან ახდება
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი :*მიყვარხარ:*,აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება
შენ მეტყვი:მომავლად არ ვიცი რა ხდება
მაგრამ ეს ოცნება არასდროს ახდება
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება,ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
ცრემლები მახრჩობს და მაინც რა ხდება?
ჩემი სიცოცხლე ამით მთავრდება
და ჩემს საფლავზე ვარდი გახმება
მაგრამ ეს წარწერა არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს რომ მე მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა
შენც მოხვალ საფლავთან,შენც ნახავ ამ სიტყვებს
ცრემლიან თვალებით დამაყრი ყვავილებს
დრო გავა ყვავილიც მალე დაჭკნება
დრო გავა ცრემლებიც მალე აშრება
შენგან ესეც კი აღარ დამრჩება
ჩემი ცხოვრებით ნეტავ აქ რა რჩება
დღეს მ ... კითხვის გაგრძელება »
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2516 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (2)

გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერდზე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენთან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო...
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1467 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ.....
გრძნობ როგორ კვდება და შენს სიყვარულს გადარაჩენად ხელს ვერ უწოდებ.....

ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია.....
ძნელია როცა გიყვარს და იცი_მას სიყვარული არ შეუძლია......

როცა ძებნაში გადის წლები და...... ჯერ არაფერი არ გიპოვია.....
ძნელია როცა ცხოვრობ და იცი_რომ არასოდეს არ გიცხოვრია...
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1458 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (2)

სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1370 | დაამატა: eka:))) | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

რა უცნაურია …


მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება….

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2009 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

ფიქრი ფიქრად დარჩეს…
ვეღარ გადამარჩენს.
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
წლები დავითვალე..
ნუთუ დავიღალე..
ნუთუ ყველაფერი მთავრდება..
რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?..
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს..
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1246 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

ღვინის ქურდივით დავდივარ ღამით,
  მე უშენობას ვივიწყებ ამით.
  არ გებრალები?მიშველე რამით
    თავი მანახე სულ ერთი წამით.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1301 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 »
სექციის კატეგორიებ
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
კალენდარი

Copyright MyCorp © 2024