სიყვარული ჩანჩქერივით მოვარდება ვერ განდევნი მერე შენი ნებით, გულში ცეცხლი გაჩენილი აგამაღლებს... როგორც ცაში აზიდული მთები. აგამღერებს, დაგაფიქრებს, მერე დაგწვავს და გაძგერებს ლახვარს... შენს გვერდით რომ ნაზი გოგო მოაბიჯებს ფიქრობ ისეთს ვერასოდეს ნახავ. ...და რომ წავა სიჭაბუკე, სიმღერებით საფეთქლებთან ფეხს მოიდგამს ვერცხლი გულს გაგითბობს, არ გაქრება სიბერემდე საქორწინოდ ანთებული ცეცხლი.
|