i & you ორშაბათი, 2024-12-16, 8:39 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
სექციის კატეგორიები
  • mtavar
  • informacia
ჩათი
Block title
მთავარი » leqsebi siyvarulze
სიყვარული  ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?... . .
მეგობრობა პასუხობს: რომ დავტოვო ღიმილი იქ სადაც შენ ტოვებ ცრემლს...
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2609 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (7)

უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობსუსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 6909 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (13)

შენ ქალთა მეფედ იწოდები ამ ქვეყანაზე,
ყველა ლამაზებს მთვარესავით თავზე ადგიხარ.
შენი თმის ღელვა და ღვთიური თვალთა სინაზე
ჩრდილავს სულ ყველას, მშვენიერო, ისე კარგი ხარ.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2407 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჭვიანი, ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, სჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2388 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (118)

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2131 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა,
რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია,
და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,–
მთვარე ამიტომაც ჭკვიდან შეშლილია!
ისე სათუთია შენი ყვავილები,
რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია,
ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთისა, თუ
ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია!
ისე მეტყველია შენი გამოხედვა, –
ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან,
გრძნობა მწირი იყო და წყალწაღებული,
ეხლა – შენთან ერთად ნაპირს გადავიდა...
ისე ნეტარია შენთან საუბარი,
რომ ამ საუბარში ვქსოვ, – რაც მართალია,
თუ კი შენს ლოდინში ცრემლი დამიღვრია, –
შენი გაღიმებით უკვე ბათილია!
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა...
მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო...
ისე მიხარია შენი არსებობა, –
რომც არ შეგიყვარდე, –
ღმერთმა გადღეგრძელოს
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2187 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (1)

ქალი ქალია,ქალი ცვარია...

დილის ნამივით,გრილი და ტკბილი...

ქალი აპრილის ის ნიავია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 4621 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იცი რა მიყვარს?

ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,

იცი რა მიყვარს?

შენი ფიქრები,ჯერ რომ არ გითქვამს.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 9112 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი..
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1901 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გინატრე      
                                                                                       
ცდები და იქნებ არც ცდები...                                                            
მძინავს, ხანდახან არც მძინავს,
ხვდები და იქნებ ვერც ხვდები,
ჩემს ტკივილს ზღვა შენთან მორიყავს.
,,ბაგიდან ბაგემდე" ჩემამდე მოხვედი.
პოეტი, რომელმაც ,,ქაოსით" მომხიბლა,
ღამეა ისეთი, ისეთი ცოდვილი,
ვხვდები, რომ ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 4712 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (2)

1 2 3 4 »
სექციის კატეგორიებ
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
კალენდარი

Copyright MyCorp © 2024