რა არის ქალი? ქალი ვარდია, ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს რა არის ქალი? ქალი ჩიტია, თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება, წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს შენ აღარასდროს დაგიბრუნდება, რა არის ქალი? ქალი ეშმაა შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს, ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს და იქ წყალსაც არ დაგალევინებს რა არის ქალი? ქალი ღვინოა, სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს, ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს, შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს