გინატრე ცდები და იქნებ არც ცდები... მძინავს, ხანდახან არც მძინავს, ხვდები და იქნებ ვერც ხვდები, ჩემს ტკივილს ზღვა შენთან მორიყავს. ,,ბაგიდან ბაგემდე" ჩემამდე მოხვედი. პოეტი, რომელმაც ,,ქაოსით" მომხიბლა, ღამეა ისეთი, ისეთი ცოდვილი, ვხვდები, რომ ამ ღამეს ვეღარ გადავიტან... გინატრე, მინდოდა მომესწრო სათქმელი, სათქმელი, რომელიც არვისთვის არ მითქვამს... ღამეა ისეთი, ისეთი ცოდვილი... ვხვდები, რომ ამ ღამეს ვერ გადავიტან... და ვტოვებ ნაკვალევს მეწამულ ფერებში ,,ბაგიდან ბაგემდე..." აიტან?...
|