ქალი ქალია,ქალი ცვარია...
დილის ნამივით,გრილი და ტკბილი...
ქალი აპრილის ის ნიავია
რომ აგიწეწავს ფიქრებს და მიდის.
ქალი ცხოვრების ერთი წამია,
გრძნობა ყოველთვის როდია მითი...
ქალის თვალები სადაც ანთია
იქ მზეც კი ბედავს ცხოვრებას მისით.
ქალი-ქალია,ქალი აისია
ამომავალი ვითა მზის სხივი,
ის გაზაფხულის ნაზი ყვავილია,
ხან მოიღრუბლებს ხან რომ იცინის...