გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო და გევედრები არ დაიჯერო მოხდება ასე ვიცი და მინდა, შენს გვერდზე ყოფნით გული ვიჯერო. გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო, ერთობოდაო შენთან თამაშით მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის. ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო სულ სხვა გახდაო მისი რჩეული მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით ნატვრას ავყევი გადარეული. გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო რომ მობეზრდაო შენი ალერსი და თუ გაგება ამის მოგინდა, მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში. ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო, გულში ნაღველი არ გაიჩერო არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო...