i & you ორშაბათი, 2024-12-16, 8:41 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
სექციის კატეგორიები
  • mtavar
  • informacia
ჩათი
Block title
მთავარი » leqsebi siyvarulze
მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1381 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

ინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1896 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს 
და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს...
უცნაურ ქალაქში დავდივარ,
დავდივარ და ჩუმად დაგეძებ,
სევდიან ქუჩებში საირულს
ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ...
მერე დრო გახდება ეული,
ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც,
სიყვარულს არ უნდა თამაში,
თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს...
ზღვისპირა კაფეში სიარულს
ვეჩვევი, ისე ვით სიგარას,
შენს სახეს ტალღებში დავეძებ
და ნაპოვნს სილაში დავმალავ...
ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს.
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1998 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..

და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..

დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..

თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..

ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..

ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 2875 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (3)


მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი
კატეგორია: leqsebi siyvarulze | ნანახია: 1391 | დაამატა: guco | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4
სექციის კატეგორიებ
leqsebi siyvarulze [35]
statusebi [76]
tqveni nabodialebebi [0]
tqveni sayvareli leqsebi [3]
chanawerebi [1]
prikoli leqsebi [3]
LEQSEBI audio video donwload [3]
online video leqsebi [18]
txt document nakrebi [1]
კალენდარი

Copyright MyCorp © 2024